LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც გავრცელდა ჩანაწერების სახით, გამოძიება შესაბამის შეფასებას მისცემს – მამუკა ბახტაძე

84

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ რაც გავრცელდა სხვადასხვა ჩანაწერების სახით, საგამოძიებო ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ.

„რაც შეეხება საქართველოში ბიზნესისა და მისი ინტერესების დაცვას, ეს ყველასთვის ნათელია და ამას მოწმობს ჩვენი პოზიცია საერთაშორისი რეიტინგებში. ის, რაც გავრცელდა სხვადასხვა ჩანაწერების სახით დარწმუნებული ვარ, საზოგადოება კარგად გაერკვევა, საგამოძიებო ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ გადასახადს საქართველოს ბიუჯეტში ყველა გადაიხდის.

საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი როგორც ჩანს ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში დისონანსის შემოტანას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ნურავის ექნება ამის ილუზია. საქართველოში არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში. ისე, როგორც ეს შეეფერება იმ სტანდარტს, რისკენაც მივილტვით – საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები