LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში სტიქიაა, 400-მდე ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

79

საქართველოს რეგიონებში სტიქია მძვინვარებს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, რაჭაში – სოფელ ღებში 400-მდე ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილია. ზარალის ოდენობა მილიონ ნახევარ ლარს აჭარბებს. ონის რაიონის მაღალმთიან თემში მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს, ადიდებულია მდინარეები. წყალმა გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი წაიღო, რამდენიმე ადგილას ჩამოშლილია სავალი გზის ნაწილიც. გზის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა ვითარებას ისიც ართულებს, რომ რაჭაში კვლავაც გადაუღებლად წვიმს.

ონის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილის ალექსანდრე ჯაფარიძის თქმით, ღებში გზის აღდგენას 3-4 დღე დასჭირდება.

“ტექნიკა მობილიზებულია, რა წუთშიც ჩადგება წყლები, გზა იქნება გამავალი, სულ რაღაც 3-4 დღეში. სოფელი გომის მიმართულებითაც წაღებულია 2 ხიდი, სადაც ასევე მობილიზებულია ყველანაირი ტექნიკა,“- განაცხადა ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები