LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოჰოლდინგი “ფორტუნა“ სოციალური აქტივობისთვის დაჯილდოვდა

109

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალურ კამპანიებში აქტიური მონაწილეობისთვის რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ დაჯილდოვდა. ჯილდო შსს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა რადიოჰოლდინგის გენერალურ დირექტორს თამარ ჩიგოგიძეს გადასცა.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაში – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ აქტიურად იყო ჩართული, მომზადდა არაერთი გადაცემა საგზაო უსაფრთხოების სფეროში.

„ავტორადიოს“ ეთერში მომზადებულ გადაცემაში“ კანონის ფარგლებში“ საგზაო უსაფრთხოების აქტუალური და პრობლემატური თემები შუქდება.

დაჯილდოვება საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში მოხდა. ღონისძიებაზე შს მინისტრმა სოციალური კამპანიის აქტიურ მონაწილეებს ჟურნალისტებს, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადასცა.

 

პოპულალურები