LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაიან რეინოლდსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

118

მსახიობ რაიან რეინოლდსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. სამადლობელ სიტყვაში მან მადლობა ახლობელ ადამიანებს გადაუხადა: „მადლობა ჩემს მეუღლეს, ბლეიკს, რომელიც ახლაც ჩემს გვერდით არის და რომელიც ჩემთვის ყველაფერია. შენ ხარ საუკეთესო მოვლენა ცხოვრებაში“.

29 წლის ლაივილი არანაკლებ ბედნიერი გამოიყურებოდა. სპეციალურად ცერემონიისთვის მან ლურჯი კაბა და ბორდოსფერი ფეხსაცმელი შეარჩია. რაც შეეხება ოჯახის პატარა წარმომადგენლებს, ეს მათი პირველი ოფიციალური გამოჩენა იყო საზოგადოებაში.

წყვილი მაქსიმალურად ცდილობს, ბავშვები ცნობისმოყვარე თვალისგან დაიცვან. მაგალითად, უმცროსი ქალიშვილის სახელი, რომელიც 2 თვისაა, ამ დრომდე უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები