LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენია ოჯახის საშუალო შემოსავალი საქართველოში?

83

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI ) კვლევის თანახმად, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ყოველთვიური შემოსავალი 301-500 ლარამდეა.

კითხვაზე, გასულ თვეში თქვენი ოჯახის ფულად დანახარჯებსა და შემოსავლებზე თუ ვისაუბრებთ, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება თქვენი ოჯახი? გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 22% ამბობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი გასულ თვეში 301-500 ლარამდეა. 24%-სთვის ამავე რაოდენობის თანხა იყო მისი ოჯახის დანახარჯი. 181-300 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა გამოკითხულთა 18%-ს, 19%-ისთვის კი ეს თანხა გასული თვის დანახარჯი იყო.

180 ლარამდე შემოსავალი და დანახარჯი ჰქონდა გამოკითხულთა 11%-ს. 13%-ისთვის კი შემოსავალი და დანახარჯი 501-800 ლარის ფარგლებში იყო. გამოკითხულთა 9%-ისთვის მისი ოჯახის შემოსავალი გასულ თვეში 801-დან 1200 ლარს შორის მერყეობდა. ეს თანხა მოსახლეობით 7%-ისთვის იყო დანახარჯი.

3%-ისთვის გასული თვის შემოსავალი და დანახარჯი 1201 ლარიდან 1600 ლარის ფარგლებში მერყეობდა. ოჯახის შემოსავალი 1600 ლარს აჭარბებდა გამოკითხულთა ასევე 3% -ისთვის.

კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები