LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამი მალეკი ფრედი მერკურის როლში ფილმის გადაღებებზე (ფოტო)

358

ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მსახიობი რამი მალეკი ფილმში Bohemian Rhapsody ფრედი მერკურის როლს განასახიერებს. ფილმს ბრაიან სინგერი იღებს და ის ფრედი მერკურის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებზე გვიყვება. ფილმის გადაღებები ლონდოში მიმდინარეობს და პაპარაცებმა „მისტერ რობოტის“ ვარსკვლავი, „ემის“ მფლობელი რამი მალეკი გადაიღეს. როგორც ჩანს, მსახიობი საოცრად დაემსგავსა ფრედი მერკურს, თანაც ისე, რომ მისი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

საინტერესოა, რომ ამ დრომდე ფრედი მერკურის როლზე კომედიური ჟანრის მსახიობის, საშა ბარონ კოენის კანდიდატურა განიხილებოდა. თუმცა საბოლოოდ ფილმის შემქმნელებმა არჩევანი რამი მალეკზე გააკეთეს. აქვე ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა ეს არჩევანი ერთხმად მოიწონეს. საინტერესოა, რომ ფილმი Bohemian Rhapsody ეკრანებზე 2019 წლის დეკემბერში გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები