LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დენეილ კრეიგი, რამი მალეკი და ლეა სეიდუ ჯეიმს ბონდის ახალ თრეილერში

265
danielcrgremimalek

სტუდია Universal Pictures-მა ბონდის შესახებ გადაღებული რიგით 25-ე ფილმის ვრცელი თრეილერი გამოუშვა. „ახლა სიკვდილის დრო არ არის“, ასე ჰქვია ახალ ფილმს, სადაც ჯეიმს ბონდის როლს ისევ დენიელ კრეიგი ასრულებს. ახალ ფილმში კრეიგთან ერთად რამი მალეკი, ლეა სეიდუ და ანა დე არმასი მონაწილეობენ.

ახალი სიუჟეტის მიხედვით, დენიელ კრეიგის გმირი საქმეს მას შემდეგ უბრუნდება, რაც მეგობარმა დაკარგული პრფესორის პოვნას სთხოვს. სწორედ ასე უპირისპირდება ბონდი ქვეყნის მთავარ კრიმინალს, რომლის როლსაც „ოსკაროსანი“ რამი მალეკი ასრულებს. ბონდის გოგონას როლი წელს ლეა სეიდუს ერგო. ფილმი ეკრანებზე გაზაფხულზე უნდა გამოსულიყო, თუმცა პანდემიის გამო პრემიერა ნოემბრისთვის გადაიდო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები