LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობს საყვარელი ფერი ადამიანის ხასიათზე

397

ფერს უამრავი საინტერესოს თქმა შეუძლია ადამიანზე. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ დაინტერესდეთ ახლობლების საყვარელი ფერებით, მერე კი, თავად გაარკვიოთ ხასიათის ის თავისებურებები, რაც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია.

წითელი – მართალია, წითელი ფერის მოყვარულები მიზანდასახულები და ყოველთვის საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან, მაგრამ ძალიან უჭირთ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირება, რადგან მრავალფეროვნება მოსწონთ და სწრაფად ბეზრდებათ სიმშვიდე, როცა მათ ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება.

შავი – მათ, ვისაც შავი ფერი მოსწონს საკმაოდ წინააღმდეგობრივი ხასიათი აქვთ, რადგან ერთის მხრივ, ყოველთვის მზად არიან თავგანწირული ბრძოლისთვის (მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს სამსახური, სიყვარული თუ ჩვეულებრივი შეჯიბრი), მეორეს მხრივ კი, ძალიან უჭირთ მიზნის მიღწევა, რადგან ზედმეტად სუბიექტურები, დარწმუნებული არიან, რომ მხოლოდ მათი მოსაზრებაა გამართლებული. აფასებენ სტაბილურობას, თუმცა ყოველთვის მზად არიან თავგადასავლებისთვის, უყვართ გულწრფელობა და აღიზიანებთ პირობითობა.

თეთრი – მართალია, თეთრი ფერის მოყვარულები საკუთარ თავში დარწმუნებული, ნაკლებად კონფლიქტური ადამიანები არიან, მაგრამ ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან საკუთარი იდეალებისთვის. ზედმეტად აკრიტიკებენ როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს და ძალიან ბრაზდებიან თუ მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც თავად ჩაიფიქრეს, თუმცა არასდროს ადანაშაულებენ სხვებს და მარცხის მიზეზს ყოველთვის საკუთარ თავში ეძებენ.

ნაცრისფერი – არსებობს მოსაზრება, თითქოს ნაცრისფერს უინტრესეო, გულგრილი ადამიანები ირჩევენ, თუმცა სინამდვილეში, რუხი ფერის მოყვვარულები ერთის მხრივ, არასდროს ენდობიან გარშემომყოფებს, მეორეს მხრივ კი, ყოველთვის მზად არიან ექსპერიმენტებისთვის.

ჩალისფერი – ჩალისფერი კეთილი, უკომფლიქტო ინტელექტუალების ფერია, ვისთვისაც ყველაზე უმთავრესი ანალიტიკური გონება და საღი აზროვნებაა. პარტნიორად კი,  მათ ირჩევენ ვისთან მშვიდად და კომფორტულად გრძნობენ თავს.

ყვითელი – სიხარულის ფერს გულწრფელი, შემოქმედი ადამაინები ირჩევენ, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ექსპერიმენტებისთვის და არასდროს ინტერესდებიან შედეგით, რადგან მთავარი მათთვის გართობა და შეძენილი გამოცდილებაა. ყოველთვის მალავენ საკუთარ განცდებს და არასდროს ამბობენ, რომ სერიოზული პრობლემები აქვთ.

ლურჯი – ლურჯი ფერის მოყვარებულები მორიდებული და უკომფლიქტო, ერთი შეხედვით საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებული ადამიანები არიან, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციას სწრაფად ერგებიან და ყოველთვის იმარჯვებენ. თუმცა, ხშირად სჭირდებათ დასვენება, რადგან ადვილად იღლებიან.

ნარინჯისფერი – მათ, ვისაც ნარინჯისფერი იზდავს, მეოცნებე ნატურა აქვთ, თუმცა მათი ნდობა შეუუძლებელია, რადგან ზედმეტად იდეალისტები და საკუთარი ოცნებით გატაცებულები, ისე ბუნებრივად ცრუობენ, რომ თვითონაც ვერ ხვდებიან.

ვარდისფერი – ბევრს ჰგონია, რომ ვარდისფერი პატარა გოგონების ფერია, თუმცა სინამდვილეში, ვარდისფერს საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებული ადამიანები ირჩევენ, ვინც შიშით უყურებს მომავალს, გულწრფელობას, ბუნებრივობას აფასებენ და ძალიან არ უყვართ უაზრო თავმომწონეობა.

მწვანე – ბუნებისა და სიცოცხლის ფერს საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები ანიჭებენ უპირატესობას, ვინც მუდმივად ცდილობს საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას. ძალიან არ უყვართ, როცა ჭკუას ასწავლიან და ყოველთვის ცდილობენ იცხოვრონ დამოუკიდებლად.

იისფერი – იისფერი მათი საყვარელი ფერია, ვინც მუდმივად სხვებისგან ელის დახმარებას და მხარდაჭერას, სულ ღრუბლებში დაფრინავენ და უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებობენ, თუმცა იშვიათად აქტიურობენ, რადგან იმედი აქვთ, რომ მათ ნაცვლად სხვა იმოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები