LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გთავაზობთ ანტალია სეზონზე

423

ანტალიაში წელს ტურისტების დიდ ნაკადს ელიან. როგორც “ფორტუნას“ საერთაშორისო ტურ-ოპერატორ „ პეგას ტურისტიკი“-ის გაყიდვების სამსახურის უფროსმა სალომე ბერაიამ განუცხადა, 2016 წლის ზაფხულის სეზონი 22 მაისს გაიხსნა და პირველი ჩარტერული რეისი  შესრულდა.

„წელს ანტალიაში მოსალოდნელზე მეტი დამსვენებელს ველით, განსაკუთრებით ტურისტთა დიდი ნაკადი არის უკრაინიდან და ევროპის ქვეყნებიდან: გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და ბრიტანეთიდან. გასულ წელთან შედარებით სერვისი გაუმჯობესებულია და მაქსიმალურად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე წელს რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა შემცირებულია“ – განაცხადა ბერაიამ.
13329790_10209753485657202_885221286_n

რისი დათვალიერება შეუძლია დამსვენებელს ანტალიაში? ანტალიაში წასვლამდე შეგიძლიათ წინასწარ დაგეგმოთ ექსკურსიები. მოაწყოთ ისტორიული ტურები, საზღვაო მოგზაურობები, ასევე დაათვალიეროთ დელფინარიუმი და აკვაპარკი. უკვე გაიხსნა ექსპო 2016, ეს ტერიტორია 112 ჰექტარს მოიცავს და აქ სხვადასხვა ქვეყნის კუთხეებია მოწყობილი. აქვე ჩატარდება კონცერტები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა ოლიმპოს მთა, რომელიც 2365 კილომეტზე მდებარეობს. აქ ასვლას  საბაგიროთი შეძლებთ, საბაგირო 35 ევრო ღირს.

რაც შეეხება სასტუმროებს, ანტალიაში სასტუმროები ყველა სეგმენტზეა მორგებული. მინიმალური ფასი 1 ადამიანზე (ერთი კვირა)  350 დოლარიდან იწყება.

13342393_10209721862188491_1489698289_n

წარმოგიდგენთ ანტალიის 5 საუკეთესო სასტუმროს:

  1. Pgs Hotels Kiris Resort
  2. LimakLimra Hotel
  3. Alva donna World Palace
  4. Rixos Premium Belek
  5. Orange County Resort Hotel Kemer

 

 

(რომან თოლორდავას ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები