LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კიდევ ერთი თურქული ავიაკომპანია შემოდის

2739
2a01e1812f1caa604939c2363e5d54ea-2022-04-18-16-42-49-652036-2022-06-13_16-28-09_555653

თურქული ავიაკომპანია Southwind, რომელიც რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთსა და რუსეთს შორის ტურისტების ტრანსპორტირებისთვის შეიქმნა, ფრენებს საქართველოს მიმართულებითაც განახორციელებს. ინფორმაციას სააგენტო „ავიანიუსი“ ავრცელებს.

„ავიანიუსის“ ცნობითვე, დაჯავშნის სისტემაში უკვე ჩანს Southwind-ის ჩარტერული რეისები, რომელიც 21 და 28 აგვისტოს შესრულდება და მგზავრებს ანტალიასა და თბილისს შორის მოემსახურება.

ცნობისთვის, Southwind Airlines ანტალიის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული და მისი ავიაფლოტი ორ ერთეულ Airbus A321-200 და ორ ერთეულ Airbus A330-300-ს აერთიანებს.

თურქული ავიაკომპანია, რომელიც სპეციალურად რუსი ტურისტებისთვის შეიქმნა, ფრენას ამ ზაფხულს დაიწყებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები