ახალი თურქული ავიაკომპანია Southwind, რომელიც სპეციალურად რუსი ტურისტებისთვის შეიქმნა, ზაფხულში რუსეთის მიმართულებით ფრენების დაწყებას აპირებს.
„ავიანიუსის“ ინფორმაციით, ავიაკომპანიამ ფრენების განხორციელების წინასწარი ნებართვა უკვე მიიღო თურქეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატისგან.
აღსანიშნავია, რომ ახალი თურქული ავიაკომპანიის შექმნის შესახებ, რომელიც ანტალიის აეროპორტში იქნება ბაზირებული, ინფორმაცია ჯერ კიდევ აპრილის თვეში გავრცელდა.