LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Southwind-ის შემდეგ, თურქეთი სპეციალურად რუსი ტურისტებისთვის კიდევ 2 ავიაკომპანიას შექმნის

428
RUSSIAN-TOURISTS-IN-ANTALYA

Southwind-ის შემდეგ, თურქეთი სპეციალურად რუსი ტურისტებისთვის კიდევ 2 ავიაკომპანიას შექმნის.

სააგენტო „ავიანიუსის“ ინფორმაციით, თურქული მასპინძელი კომპანიები, საავიაციო ხელისუფლებასთან ერთად, ემზადებიან კიდევ ორი ​​ავიაკომპანიის დასაფუძნებლად, რომლებიც მიზანმიმართულად იმუშავებენ რუსეთიდან ტურისტების გადაზიდვაზე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა ანტალიაში რუსი ტურისტების ტრანსპორტირებისთვის ახალი ავიაკომპანია დააარსა, სახელწოდებით Southwind, რომელიც ანტალიის აეროპორტში იქნება ბაზირებული. ახალი ავიაკომპანია ოპერირებას მაისის ბოლოდან დაიწყებს. Southwind-ის ავიაფლოტი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ამ დროისათვის, კომპანიის ფლოტში შეყვანილია ხუთი Airbus.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები