LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ ასე ცუდად… ჩვენი 12- წლიანი ურთიერთობა დამთავრდა“ – თამუნა მუსერიძე

35480
თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე გამომწერებს მის ბოლოდროინდელ მდგომარეობაზე უყვება.

თამუნას თქმით, არასდროს ასე ცუდად არ ყოფილა, როგორც ახლაა, რადგან მისი და მისი მეუღლის, სანდრო მიკუჩაძის 12-წლიანი ურთიერთობა დასრულდა.

„ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ ასე ცუდად. დეტალებზე საუბარი არ მინდა… გეტყვით, რომ ჩვენს ურთიერთობაში დროდადრო ჩნდებოდნენ მესამე პირები, მაგრამ ვატარებდი ბევრი რამის გამო. ახლა უბრალოდ ვერ გავატარე…

ერთს ვურჩევ მამაკაცებს, სახლიდან რომ გადიხართ, ლეპტოპში მესინჯერი ჩართული არ დაგრჩეთ…

მესამე პიროვნებას არ ვადანაშაულებ, ჩვენ რომ მყარად ვდგარიყავით, ეს არ მოხდებოდა…

ჩვენი 12- წლიანი ურთიერთობა დამთავრდა, წარმატებებს გისურვებთ ორივეს და წარმატებას ვუსურვებ ჩემ თავს.

თუ სადმე სახეახეული მნახეთ, მიხვდებით რაშია საქმე.

მადლობა მეგობრებს, ვინც ჩემთვის ამ მძიმე პერიოდში გვერდში მედექით. ცხოვრებაში ბევრი რამ გადამიტანია და ამასაც გადავიტან“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.

შეგახსენებთ, თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე ერთად 12 წელი ცხოვრობდნენ. წყვილს საერთო შვილი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g