LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნიშნავს იყო მუშა: ქართული ოცნება ნაციონალებთან თანამშრომლობს

1005

დღევანდელი პრესა ძირითადად მეშახტეების დაღუპვის შესახებ წერს. „რეზონანსი“ სტატისტიკაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ 2007 წლიდან დღემდე 10 წლის განმავლობაში სამუშაო ადილებზე დაღუპულია 429 ადამიანი, დაშავებულია 728. ამას ტყიბულის შახტში დაღუპული 4 ადამიანიც დაემატა. საქართველოში იყო მუშა – ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით მიდიხარ იმ სამუშაოზე სადაც მხოლოდ გამართლება-არგამართლებაზეა დამოკიდებული შენი სიცოცხლე. მუშათა ტრაგედიის შესახებ დღევანდელ პრესაში.

რა თამაში წამოიწყო რუსეთმა

„რეზონანსი“ ასევე ყურადღებას ამახვილებს გაზგამანაწილებელი ახალი დერეფნის თემაზეც. კერძოდ, გაზეთი წერს, რომ რუსეთმა საშიში თამაში წამოიწყო. შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე გაზგამანაწილებელი დერეფნის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიდის. „რეზონანსი“ წერს, რომ ახლა მთავარია რა პოზიციას დაიჭერენ ევროპის ქვეყნები და მათ შორის საქართველო, რომ ”გაზპრომს” მასშტაბური პროექტის განხორციელებაში ხელი შეუშალოს.

რუსეთის თემა აქტუალურია დღევანდელი ”ახალი თაობისთვისაც”. აქ რამდენიმე ექსპერტის მოსაზრებებს წაიკითხავთ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე, ასევე მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის საქართველოში ჩამოსვლაზეც.

მარგველაშვილი სააკაშვილს მისტირის

”ახალი თაობა” შიდა პოლიტიკურ თემებზე ესაუბრება ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრ გიგლა ბარამიძეს, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს მისტირისო. გიორგი მარგველაშვილის განცხადებებიდან გამომდინარე გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ ”მისი (პრეზიდენტის) პრობლემა ის არის, რომ ნაციონალების მიმართ სიმპათიები შეერევა ხოლმე და სააკაშვილზე გული უჩქროლდებაო,” – აცხადებს გიგლა ბარამიძე, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მომავალში გიორგი მარგველაშვილი ნაციონალურ მოძრაობასთან ახლო თანამშრომლობასი ვიხილოთ. ”ქართული ოცნებაც ხომ ნაციონალებთან თანამშრომლობს, ამიტომ არაფერი გამორიცხული”, – ამბობს გიგლა ბარამიძე.

ლაგუნა ვერეს ბედი ისევ გაურკვეველია

ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ამ ტერიტორიით გაზეთი „რეზონანსი“ დაინტერესდა და სტატიიდან შეიტყობთ, რომ საცურაო კომპლექსის ბედი ისევ გაურკვეველია. საჯარო რეესტრის მიხედვით, 2013 წელს იჯარის უფლების წარმოშობის რეგისტრაციაში დაინტერესებულ პირად სს ”ქართუ ბანკი” არის მითითებული. 2017 წელს კი გადამხდელთა შესახებ ინფორმაციაში ლაგუნა ვერე რეგისტრირებული საერთოდ არ არის.
კომპლექსის ამჟამინდელი მეპატრონე რომ ბიძინა ივანიშვილია, ეს „რეზონანსის“ ჟურნალისტებს ადგილზე მომუშავე თანამშრომლებმაც დაუდასტურეს, მაგრამ საცურაო კომპლექსი მას შემდეგ არის ხელუხლებელი, რაც ფუნქციონირება შეწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები