LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რასისტული შეურაცხყოფა: სერბეთში გულშემატკივრებმა ბრაზილიელი ფეხბურთელი ატირეს

93

“რადას” გულშემატკივრებმა რასისტული შეძახილებით ”პარტიზანის” ბრაზილიელი ფეხბურთელი ევერტონ ლუისი ცრემლებამდე მიიყვანეს. ინცინდენტი სერბეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში მოხდა. ”რადას” ფანებმა არცთუ გულთბილი დახვედრა მოუწყვეს ”პარტიზანის” ფეხბურთელს. ბურთთან ყოველი მიახლოვებისას ტრიბუნები მას რასისტული შეძახილებით ”ამხნევებდნენ”.

„მთელი მატჩის განმავლობაში განვიცდიდი ფანების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ისინი რასისტულ ნიადაგზე მაყენებდნენ შეურაცხყოფას. ყველაზე მეტად კი ჩემზე იმან იმოქმედა, რომ თავად მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმაც გულშემატკივარს აუბეს მხარი. მსურს, რაც შეიძლება მალე დავივიწყო ეს ყველაფერი. მე მიყვარს სერბეთი და აქაური ხალხი, სწორედ ამიტომაც თვალზე ცრემლი მომადგა“, – ციტირებს ლუისს Sky Sports.

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი მსხვერპლის როლში გვევლინება, მას მაინც ემუქრება სერბეთის ფეხბურთის ფედერაციისაგან სასჯელი ფანების მისამართით შუა თითის ჩვენების გამო.
საბოლოოდ შეხვედრა ”პარტიზანის” გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ლუისი კლუბის ღირსებას 2016 წლის იანვრიდან იცავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები