LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი დურგლიშვილის საქმიანი არდადეგები მილანში და შეხვედრა ნანი ბრეგვაძესთან

85

რატი დურგლიშვილი მილანშია, სადაც სტუდიაში, თავის უცხოურ ჯგუფთან ერთად, ახალ სიმღერებზე მუშაობს. მომღერალმა სამი ახალი კომპოზიცია უკვე ჩაწერა. მათგან ერთ-ერთი, როგორც „ფორტუნას“ გაუმხილა, სოციალური ნამუშევარია, რომელიც მზრუნველობამოკლებულ პატარებს ეძღვნება. ამ სიმღერაზე ის კლიპსაც გადაიღებს. ერთ-ერთი სიმღერის ინგლისური ვერსიის მოსმენაც მალე შეგვეძლება, მისი სახელწოდება ასეთია – Feel The Space, რომლის ქართულენოვან ვარიანტზე კლიპიც აქვს გადაღებული.

რატი დურგლიშვილი:

რაც შეეხება მესამე სიმღერას, მისი ნაწყვეტი „ფეიქბუზე“ დავდე, ჯერჯერობით სახელი არ მაქვს მოფიქრებული. რომ მოვიფიქრებ, გეტყვით (იღიმის). მილანში ვიმუშავე სტუდიაში, დილის 9-დან ღამის ათ საათამდე მიწევდა აქ ყოფნა. აქ უამრავი მეგობარი მყავს და მხოლოდ გვიან ვახერხებდი მათთან ერთად სხვადასხვა საინტერესო ადგილას გასვლას და ჭამას და კინაღამ გავგიჟდი. დღეს მოვრჩი ჩაწერებს და ვფიქრობ, რომ ქალაქში გავისეირნო (იღიმის). კიდევ დიდხანს დავრჩებოდი, რადგან აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ ალბათ, ორ დღეში დავბრუნდები თბილისში.

ნანი ბრეგვაძესთან ერთად ფოტოც ვნახე შენს „ფეისბუქის“ გვერდზე…

ძალიან მიყვარს ნანი ბრეგვაძე. ერთად მოგვიწია გაფრენამ და ფოტოც გადავიღეთ, თუმცა სად მიემგზავრებოდა, არ ვიცი.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები