LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი დურგლიშვილმა საკუთარი ხელით ნაძვის ხის სათამაშოები შექმნა – „ხელები გადატყავებული მაქვს…“  (ფოტოები)

228

რატი დურგლიშვილმა ახლახან სოციალურ ქსელში თავისი ხელით გაკეთებული ნაძვის ხის სათამაშოების ფოტოები გამოფინა. როგორც მომღერალმა დაწერა:

„მოკლედ, მეგობრებო❤ წელს ასე ვაპირებ ჩემი ნაძვის ხის მორთვას ჩემივე ხელით და იდეით შექმნილი სათამაშოებით ნახეთ და შემიფასეთ 3 თვის შრომა ❤️❤️რომ ავაწყობ, განახებთ უფრო კარგად“.

Fortuna.ge რატის დაუკავშირდა მისი ახალი ჰობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

რატი დურგლიშვილი:

სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, მოქანდაკე ვარ. ეს ჩემი პროფესიაა, რომელთანაც ძალიან ახლოსაა ის, რაც ახლა გავაკეთე. ჩემი ხელით შევქმენი ნაძვის ხის სათამაშოები, სულ 190-მდე. ამ ყველაფრის გაკეთებას სამი თვე მოვანდომე, უნდა ნახო, ხელები სულ გადატყავებული მაქვს, ფრჩხილებში კი ლაკი ჩასხმული (იცინის).

სათამაშოებისთვის სპეციალური ყუთებიც დავამზადე, ნაძვის ხის ფორმის, სადაც სულ 9 სათამაშო ეტევა. ასეთი სამი ყუთი იტალიიდან შემიკვეთეს, ორი უკვე გავაგზავნე და მესამესაც გავგზავნი. სხვა ქვეყნებიდანაც მაქვს შეკვეთები. თბილისში კი მაღაზია „ამბიენსში“ დევს, თუმცა ნიმუშის სახით. არ ვიცი, შეკვეთა რომც მომცენ, შევძლებ თუ არა დამზადებას, რადგან ძალიან დიდი დრო მიაქვს.

როგორც ვიცი, შენი შექმნილი სათამაშოები არცთუ იაფია…

(იღიმის) მოდი, კონკრეტულ ფასს არ დავასახელებ, თუმცა ე.წ. ჰენდმეიდი ყველგან ძვირად ფასობს. აქ ფასდება არა მხოლოდ ის მასალა, რომლითაც სათამაშო იქმნება, არამედ შენი შრომა და დრო, რასაც მათ შექმნას ახმარ. ამ სათამაშოების გაყიდვის იდეა ჩემმა მეგობარმა მომაწოდა, მითხრა, რატომაც არაო. ჩე,თვის მხოლოდ 14 ცალი დავიტოვე, დანარჩენი უკვე გაყიდულია. ვერ გეტყვი, რომ ამ საქმის წარმოებას დიდი ფინანსები სჭირდება, რადგან მასალა აბსოლუტურად ბუნებრივია, მაგრამ ძალიან ძვირი არ ღირს. ლაკიც კი ისეთი შევარჩიე, ბავშვმა რომ ითამაშოს, მისთვის საზიანო არ იქნება. გარდა ამისა, გამოყენებული მაქვს ხის მასალა და პლასტმასი, რაშიც ფორმას ვასხამ, თუმცა ეს პლასტმასიც უვნებელია ჯანმრთელობისთვის. შექმნილი მაქვს რამდენიმენაირი ორნამენტი, რომელზე მუშაობაც ძალიან დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. სათითაოდ მოვხატე ყველა სათამაშო.

რაიმე გეგმა ხომ არ გაქვს შენს ჰობისთან დაკავშირებით?

ჯერ ჩემს ალბომზე ვმუშაობ. რომ დავასრულებ სიმღერების ჩაწერას, შემდეგ ვფიქრობ კომპანიის დაარსებას, რომელიც ინტერიერისთვის საჭირო ორიგინალურ ნივთებს გამოუშვებს, ჩემი დიზაინით. იქნება ჰენდმეიდი ნივთები ინტერიერისთვის და ვფიქრობ, კარგი გამოვა (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები