LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ხვდები ჟურნალისტებს: ტრამპის რეიტინგი ეცემა

114

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. CNN-ის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციიდან ანუ 2017 წლის იანვრიდან დღემდე მისი რეიტინგი სულ უფრო და უფრო მცირდება. ტრამპის საქმიანობა თავდაპირველად გამოკითხულთა 38%-ს მოსწონდა, ამ მომენტისთვის კი ეს მაჩვენებელი 6%-მდე დაეცა. რაც შეეხება მილიარდელის პოლიტიკით უკმაყოფილოთა რიცხვს, ეს ციფრი 56%-მდე გაიზარდა. რესპუბლიკელები პრეზიდენტის მხარდაჭერას კვლავ განაგრძობენ, თუმცა ნდობის დონე მათ შემთხვევაშიც შემცირდა და 73-ის ნაცვლად 59 გახდა. ჟურნალისეტები ამ საკითხით სერიოზულად დაინტერესდნენ და მათი აზრით, დონალდის დაბალი რეიტინგის ერთ-ერთი მიზეზი პრესაა. საქმე ისაა, რომ 45-ე პრეზიდენტმა პოსტის დაკავებიდან დღემდე მხოლოდ ერთი პრესკონფერენცია მოაწყო. ეს მაშინ როცა მისი წინამორბედი ბარაკ ობამა ჟურნალისტებს ძალიან ხშირად ხვდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები