LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რატომ არსებობენ ასეთი არაადამიანები ვერ ვხვდები” – ვანდალიზმის მორიგი ფაქტი, ამჯერად, რუსთავში

418

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაზიანებული საახალწლო განათებისა და დიდუბის სკვერში განადგურებული სკულპტურების შემდეგ, სოციალურ ქსელში  ვანდალიზმის მორიგი ფაქტის ამსახველი ფოტოები ვრცელდება. ამჯერად, საქმე ეხება  რუსთავში,  მოქანდაკე მანუჩარ ოქროსცვარიძის მიერ შექმნილ  ნამუშევარს „პატარა ბიჭუნა“. როგორც მოქალაქე ირაკლი დანელია წერს, ბიჭს ფეხის ტერფები გადახერხილი აქვს.

 

ძალიან გულნატკენი ვარ, ძალიან !!! რატომ არსებობენ ასეთი არაადამიანები ვერ ვხვდები

ეს არის ხალხი, რომელთაც ქალაქის წარმატება და განვითარება არ უხარიათ. 
რუსთავში, ქალაქის მერიის მიერ მიმდინარე წლის ივლისში ჩატარებული მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი 11 ნამუშევრიდან ერთ-ერთი, მოქანდაკე მანუჩარ ოქროსცვარიძის მიერ შექმნილი ეს არაჩვეულებრივი ნამუშევარი – „პატარა ბიჭუნა“, რომელიც ძალიან მომწონს და კოსტავას გამზირს ამშვენებს, ერთმა არამზადამ ერთი ხელის მოსმით დააზიანა და დღეს ასე გამოიყურება.

ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ ბიჭს ფეხის ტერფები გადახერხილი აქვს.

მერია ამას პირვანდელ სახეს დაუბრუნებს

უბრალოდ გული მტკივა, რატომ, რატომ არსებობენ ასეთი ადამიანები?…

P.S სიკეთე გადამდებიაო ამბობენ, ხოდა დაე სიკეთე ვაკეთოთ მეგობრებო!!

https://www.facebook.com/irakli.danelia.3/posts/1523417427711706?pnref=story

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები