LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გადაწყვიტა სალომე ბაკურაძემ კლიპის გადაღება აშშ-ში

87

სალომე ბაკურაძემ მეუღლესთან, ლაშა ბასლანძესთან ერთად აშშ-ში იმოგზაურა და იქიდან არა მხოლოდ კარგი შთაბეჭდილებებით, არამედ ახალი კლიპით დაბრუნდა, რომელსაც საზოგადოებას მალე წარუდგენს. სიმღერა, რომელზეც ვიდეორგოლი გადაიღეს, სალომემ მეგობრის შვილთან ერთად ჩაწერა. „ფორტუნას“ დეტალებზე ესაუბრა.

სალომე ბაკურაძე:

სიმღერა ერთი წლის წინ ჩავწერეთ მე და ნენე ნიკოლავამ, რომელიც ჩვენი მეჯვარის, ვახოს შვილია. მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერაა მანანა გურგენიძის ტექსტზე. ვახოს ოჯახი აშშ-ში ცხოვრობს. როცა გადაწყდა, რომ მე და ლაშა ვაპირებდით გამგზავრებას დასასვენებლად და სამოგზაუროდ, გადავწყვიტეთ, იქ გადაგვეღო კლიპი. ვფიქრობ, ვიდეორგოლის კონცეფცია თანამედროვეა, ვიმოგზაურეთ, ბევრი ადგილი მოვინახულეთ მე და ნენემ და გადავიღეთ. კლიპი მონტაჟდება და როგორც კი მზად იქნება, მაყურებელი მალევე იხილავს, სავარაუდოდ, ერთ თვეში.

კიდევ მაქვს ახალი სიმღერა, რომელიც ასევე მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, ტექსტიც მან დაწერა. ბორიკო შხიანმა უკვე გაამზადა არანჟირება, მას ძალიან ვენდობი და დარწმუნებული ვარ, რომ კარგი ნამუშევარი იქნება. მალევე ჩავწერ. როცა მაიკომ ეს სიმღერა დაწერა და ტექსტი მოარგო, მითხრა, სხვა ვერც კი დავინახე, შენი და ლაშას ლავსთორია ეს სიმღერაო. კლიპმეიკერთან მქონდა მოლაპარაკებები, მაგრამ ჯერჯერობით დღის წესრიგშია ჩემი და ნოდიკოს ახალ სიმღერაზე ვიდეორგოლის გადაღება და შემდეგ ვიფიქრებ სხვა ვიდეოზეც.

აშშ-ში პირველად იყავი?

მე მესამედ წავედი, ჩემი მეუღლე გახლდათ პირველად და ისე მოიხიბლა, რომ შოკიდან ძლივს გამოვიყვანე. რამდენჯერაც უნდა ჩახვიდე, ეფექტს ახდენს, მაგრამ პირველი ემოციები განსაკუთრებულია. ჩვენ ვიყავით ნიუ იორკში, ვაშინგტონში და ნიუ ჯერსიში, სადაც ძალიან ლამაზი ადგილები მოვინახულეთ. სხვათა შორის, ნიუ იორკის გიჟური რიტმის შემდეგ ძალიან მოვიხიბლე მშვიდი, აკადემიური ვაშინგტონით, სადაც მანამდე ნამყოფი არ გახლდით.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები