LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბაკურაძემ ზღვაზე შვილთან ერთად დაისვენა: „ლაშამ მხოლოდ ორი დღით დაგვხედა…“

1126
სალომე ბაკურაძე

სალომე ბაკურაძემ შვილთან ერთად ზღვაზე დასვენება ივლისის ბოლოს მოასწრო ისე, რომ ბევრი ხალხი არ იყო. შემდეგ ისევ უნდოდა ზღვისპირეთში გამგზავრება, მაგრამ რადგან იქ უკვე უამრავი ხალხი იყო, წასვლას თავი აარიდა და თბილისში დარჩა. სანტისთან ერთად ახლა აუზზე იგრილებს თავს.

სალომე ბაკურაძე: 

ისე ჩამოვედით ზღვიდან, რომ კიდევ ვგეგმავდით წასვლას, მაგრამ როცა შევამჩნიე, რომ დიდი რაოდენობის ხალხი იყო, დავრჩით თბილისში. სანტისთან ერთად ზღვაზე ვიყავი ივლისის ბოლოს – აგვისტოს პირველ რიცხვებში. კიდევ მინდოდა მასთან ერთად წასვლა, მაგრამ მის ბევრ ხალხში ყოფნას თავი ავარიდე და დავრჩით თბილისში, სახლის აუზის შემყურე. გარდა ამისა, დასავლეთში ჩემი ყოფნა საქმიანობის გამოც არ იყო აუცილებელი, რადგან იმ დიდი ტრაგედიის გამო, რომელიც მოხდა და ყოველდღიურად, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მძიმდება, ჩემი რამდენიმე კონცერტი ან გაუქმდა ან გადაიდო…

მეუღლე, ლაშა ბასლანძეც იყო თქვენთან ერთად?

ლაშამ ერთი-ორი დღე დაგვხედა, დანარჩენი დრო თბილისში გაატარა საქმიანობის გამო. მთელი ზაფხული მუშაობდა მათთვის, ვინც თბილისში იყო და რესტორანს სტუმრობდა.

 

 

ზოგს წელს ზღვაში ჩასვლის ეშინოდა, შენ ჩახვედი?

ძირითადად, მაინც აუზს ვსტუმრობდით, მაგრამ ზღვაზეც ვიყავით. უყვარს ძალიან სანის და ფანტასტიკურად ცურავს. დიღომში როცა დავდივართ, სადაც კერძო სახლი გვაქვს აუზით, ღამის პირველზეც ცურავს. ძალიან კარგად ისვენებს ზღვაზე. გახლდით, გურიაში, სადაც ფანტასტიკურად დავისვენეთ, ულამაზეს სოფელში ვიყავით.

უფრო მეტად როგორ დასვენებას ანიჭებ უპირატესობას?

მე მაინც აქტიური დასვენება მიყვარს, ბოდიალი, გურიიდან ბახმაროში წავედით. გადავშალე წიგნი, ჰამაკში ჩავწექი, – ასეთი დასვენება არ მქონია. ალბათ, ესეც ძალიან კარგია, მომწონს მოდუნება, მაგრამ ძირითადად აქტიური დასვენება მიყვარს.

 

 

ზღვა თუ მთა?

ზღვა, ეს არც განიხილება. მთაში საკუთარ თავს მალე ვწურავ.

მზესთან შენობით ხარ თუ თქვენობით?

შენობით, ძალიან ახლო კონტაქტი გვაქვს, მაგრამ მკითხველმა არ იფიქროს, რომ წესებს არ ვიცავ. გაპოხილი გავდივარ, ყველა დამცავწასმული. რეკომენდებულ საათებს ნამდვილად არ ვიცავ. ძალიან კარგ ფერს ვიღებ დამცავით. არასდროს მახსოვს, რომ ჩემი დაცვის გამო ფერი დამეკლოს. კანის სტრუქტურასაც და ჯანმრთელობასაც ვუფრთხილდები.

 

 

საუკეთესო ზაფხული შენს ცხოვრებაში რომელი იყო?

ერთი ასეთი ზაფხული არ მახსენდება, რადგან ზაფხულის პერიოდი ყოველთვის განსაკუთრებულია, ეს იქნება სანტისთან გატარებული, ლაშასთან, დედასთან თუ მეგობრებთან ერთად. იმდენად მაბედნიერებს, რომ ყველა ზაფხული მიყვარს. ამ პერიოდში სირთულეებიც მქონია, მაგრამ ამის გამო ზაფხულის სეზონი მაინც არ გადამყვარებია…

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები