პროდიუსერ ლაშა ბასლანძის და მომღრალ სალომე ბაკურაძის შვილი, სანტი ბასლანძე ერთ-ერთ პოდკასტს სტუმობდა და ვიდეოს მცირე მონაკვეთს სოციალურ ქსელში რესტორანი „ქვევრი“ გვიზიარებს.
სანტი ბასლანძემ „ქვიზის“ დროს საკუთარი თავი შემდეგი სიტყვებით დაახასიათა – „მჭამელი, იმპერატორი, მაგარი“.
მისი აზრით, საუკეთესო „იუთუბერი“ თავად არის, ოღონდ აქვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ აქვს „იუთუბი“ და მალე შექმნის.
სანტი ბასლანძე აცახდებს, რომ სკოლაში მისი საყვარელი საგანი მუსიკაა.
„ვზივარ, პირს ვაღებ და მასწავლებელს ჰგონია, რომ ვმღერი“, – აცხადებს სანტი ბასლანძე.
კითხვაზე, „ყველაზე მეტად რომელი საჭმელი გიყვარს?“ – სანტი პასუხობს, რომ ხინკალი.
– რომელი სუპერძალა გინდა რომ გქონდეს?
„ბევრი სუპერძალა რომ მქონდეს, ეგ სუპერძალა მინდა რომ მქონდეს“, – აცხადებს სანტი ბასლანძე.
