LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გრძელდება ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები ბერი გაბრიელის ქუჩაზე

56

ბერი გაბრიელის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. როგორც „ფორტუნას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ტერიტორიაზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება, ხდება ტერიტორიის შესწავლა, მასალების ექსპერტიზისთვის ამოღება და ა.შ. შესაბამისად საცხოვრებელ უბანში სამართალდამცველების გადაადგილებაც აღნიშნულ მოქმედებებს უკავშირდება.

ბერი გაბრიელის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით, ტერიტორიაზე სამართალდამცველების სიჭარბე ამ დრომდე შეინიშნება, ისინი ღამის საათებშიც აქტიურად გადაადგილდებიან, რაც მათ შეშფოთებას იწვევს.

ანტიტერორისტული სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათი გრძელდებოდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები პოლიციამ იმავე საღამოს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები