LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ მოსწონთ მამაკაცებს ქალები დაბალი ინტელექტით

112

ამერიკელი მეცნიერების ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ მამაკცები დაბალი ინტელექტის მქონე ქალბატონებს ანიჭებენ უპირატესობას, ჭკვიან ქალებს კი, ნაკლებად მიმზიდველად თვლიან, რადგან ინტელექტუალი ქალის გვერდით საკუთარ თავს ბრიყვად აღიქვამენ და კომპლექსი უჩნდებათ. გამომდინარე აქედან, ქალბატონებს მაღალი IQ-თი გათხოვების ბევრად ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც არასდროს ბრწყინავდა ინტელექტუალური შესაძლებლობებით.

ექსპერიმენტის მსვლელობისას მეცნიერებმა ქალბატონებს დაუსვეს ინტელექტუალური კითხვები, მამაკაცებმა კი, მათ პასუხები შეაფასეს და მართალია, ექსპერიმენტის შემდეგ ბევრმა გამოთქვა ჭკვიან ქალბატონთან შეხვედრის სურვილი, მაგრამ პირველი პაემნის შემდეგ ძლიერთა სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობა გაქრა და სამუდამოდ დაიკარგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები