LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ქმნის ახალი კონსტიტუცია „მხედრიონის“ ჩამოყალიბების საფრთხეს?

28

„ახალი კონსტიტუცია ცუდი მმართველის პირობებში მხედრიონის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ქმნის“, – განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა. მისი თქმით, კონსტიტუციის ახალ პროექტში არის დებულებები, რომლებიც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

„არ შეიძლება კონსტიტუციაში იყოს დებულებები, რომელიც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. როდესაც კონსტიტუციაში წერ, რომ შენ ხარ სამხედრო ძალები და სხვა შეიარაღებული ძალები, ამის შემდეგ არ განმარტავ, თუ რას ნიშნავს სხვა ძალები, აჩენ შანსს ცუდი მმართველის პირობებში ახალი ”მხედრიონის” გაჩენის”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თვადაცვის ყოფილი მინისტრის „წმინდა წყლის სპეკულაციაში“ დაადანაშაულა  უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი გუნიდის წევრი მიიჩნევს, რომ მხედრიონის ხსენება დამაზიანებელია ეროვნული ინტერესებისთვის და  იმ ოპოზიციური ძალისთვის, ვინც ეს განაცხადა.

”ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია. რეალურად, ჩანაწერი ეკუთვნის ნებისმიერ სხვა სახელმწიფო დანაყოფს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში არ შედის. ეს დანაყოფები დღესაც არსებობენ სხვადასხვა სამინისტროს დაქვემდებარებაში და კონსტიტუციაში  ჩანაწერი სწორედაც მათ საკითხს  აწესრიგებს”, – განმარტა  არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები