LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ წააგო საქართველომ გერმანიასთან (ვიდეო)

35

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ლიტვასთან დიდებული გამარჯვების შემდეგ, სამწუხაროდ, დათმო მეორე თამაში გერმანიასთან, ვისთანაც მხოლოდ მოგებას ველოდით. ვნახოთ, როგორ ხსნის წაგების მიზეზს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი.

რამდენადაც კარგად ითამაშა გერმანიამ, იმდენად ცუდად – ჩვენ. ეს იყო წაგების მიზეზიც. ასეთი რამ კალათბურთში ხდება. ეს ის ბიჭები არიან, ლიტვასთან ძალიან კარგად რომ ითამაშეს”.
კალათბურთელებს მატჩის წინაც ველაპარაკე და ვუთხარი, რომ ჯერ მხოლოდ 1:0-ია. არ შეიძლება ასეთი დონის ტურნირის გახსნის მატჩში ისე იზეიმო, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონი გახდი.
აქცენტს ფარქვეშ თამაშზე ვაკეთებთ, რადგან ძლიერი ტანმაღალი კალათბურთელები გვყავს. როდესაც სამწამიანი ზონიდან უტევ, დიდი მნიშვნელობა აქვს მსაჯების გადაწყვეტილებებს. მათ კი ჯარიმები არ დასტვინეს.
არბიტრებზე ლაპარაკი საერთოდ არ მიყვარს და მათ არაფერს ვაბრალებ, მაგრამ მათმა მოქმედებამ თამაშის ფოლოსოფია შეცვალა.


ახლა ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და განვეწყოთ უკრაინასთან მატჩისთვის.
მომდევნო ეტაპზე გასასვლელად კიდევ ორი მოგება გვინდა. დარჩენილია სამი მატჩი და მაქსიმალური კონცენტრირება გვჭირდება. კონცენტრირება კი დაცვიდან იწყება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები