LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რედკოს” მარკეტინგის განყოფილებას კაწია აბსანძე უხელმძღვანელებს

257

დეველოპერული კომპანია „რედკოს” მარკეტინგის განყოფილებას ახალი უფროსი ჰყავს, ამიერიდან მას კაწია აბსანძე უხელმძღვანელებს.

თუ რა მიმდინარე პროექტები აქვს „რედკოს” და რას მოიცავს ეს პროექტები, ამაზე „ფორტუნას” თავად კაწია  აბსანძე ესაუბრა.

„როგორც იცით, დეველოპერული კომპანია „რედკო” 2012 წლიდან საქმიანობს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის მიერ პროექტების განხორციელება მოიცავს აპარტ-ოტელების, საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების და სარეკრეაციო-დასასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას საქართველოს კურორტებზე.

ამ ეტაპზე „რედკო” ახალი გუდაურის ტერიტორიაზე 26 შენობასა აშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს. ჩვენ ვმუშაობთ ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების საკმაოდ დიდ გუნდთან, მათ შორის კანადურ კომპანიასთან Ecosign-თან, რომელმაც გუდაურის განვითარების 5-წლიანი გენერალური გეგმა შეიმუშავა.

კომპანიის ბიზნეს პორტფოლიო მოიცავს მრავალ ისეთ პროექტს, როგორებიცაა:

  1. კურორტი ახალი გუდაური – 8 დასრულებული და 18-ზე მეტი დაგეგმილი აპარტოტელი;
  2. ბათუმი თაუერი – უნიკალური კომპლექსი, რომელიც მოიცავს ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროს Le Méridien Batumi , სამორინეს და 75 ექსკლუზიურ რეზიდენციას;
  3. სასტუმრო Radisson Blu Gudauri;
  4. აპარტოტელი ბაკურიანში;
  5. საცხოვრებელი სახლი თბილისში;
  6. რესტორანი ძველი ბულვარი ბათუმში.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „რედკო” ჩართულია ბანკის იპოთეკური სესხების პროგრამაშიც, რომელიც პოტენციურ მყიდველებს საშუალებას აძლევს, იპოთეკურ სესხზე განსაკუთრებული/პრივილეგირებული პირობებით ისარგებლონ”, – აცხადებს კაწია აბსანძე.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღეში დეველოპერული კომპანია  ექსკლუზიურ აქციასაც დაანონსებს, რომელსაც „რედკო” საქართველოს ბანკთან ერთად გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები