LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგიონული განვითარების სამინისტროში ყველა თანამშრომელს დანიშნული აქვს ყოველთვიური დანამატი- აუდიტის სამსახური

60

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ყველა თანამშრომელს დანიშნული აქვს ყოველთვიური დანამატი, რაც, აუდიტის სამსახურის შეფასებით, გამართლებულ პრაქტიკად ვერ ჩაითვლება.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში, 2016 წელს, თანამშრომლებზე „შრომის ანაზღაურების“ მუხლით სულ გაცემულია 11,818,119 ლარის საკასო ხარჯი, მათ შორის, დანამატი 1,909,454 ლარი, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 16.2%-ს შეადგენს.

„საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს. ხოლო ერთი ბრძანების საფუძველზე წინასწარ მთელი წლის განმავლობაში დანამატის დანიშვნა თანამდებობრივი სარგოს ხასიათს უფრო ატარებს, ვიდრე დანამატის, რაც გამართლებულ პრაქტიკად ვერ ჩაითვლება. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებები ზოგადია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები