LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ბოდიში მოიხადა

66

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ბოდიში მოიხადა.
ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი ინფორმაციით,
პრეზიდენტმა ერდოღანმა მიმართვა რუს კოლეგას გაუგზავნა, სადაც წერია, რომ მზად არის რუსულ-თურქული ურთიერთობის აღდგენისთვის ყველაფერი გააკეთოს.
თურქულმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუსული თვითმფრინავი Су-24 2015 წლის 24 ნოემბერს ჩამოაგდეს. თურქული მხარის ცნობით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები