LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”რესპუბლიკური პარტია” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

104

”რესპუბლიკური პარტია” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ”რესპუბლიკური პარტია” იბრძოლებს.

”რაც შეეხება მერობის კანდიდატის საკითხს, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის ”რესპუბლიკური პარტიის” გადაწყვეტილება ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ვაპირებთ, საქართველოს მასშტაბით გვყავდეს კანდიდატები. ჩვენი ძირითადი ბრძოლა თბილისში იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ვითარებიდან გამომდინარე, თბილისი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ”რესპუბლიკური პარტია” იბრძოლებს ძალიან მკაფიო, ლიბერალური, ნათელი მესიჯებით. ჩვენ ვართ ერთადერთი ლიბერალური პარტია ამ ბრძოლის ველზე,” – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.