LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა სამნიძე: „ირაკლი ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს“

414
ხათუნა სამნიძე და ირაკლი ბერაია

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძის მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს.

„ბერაიამ და ღუდუშაურმა ისეთი მდაბიო სიბინძურე აფრქვიეს დაგამუნჯებს ადამიანს.. საკუთარ თავზე მეტი თქვეს, ვიდრე თქვენზე“ – ნინო ლომჯარია ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სოლიდარობას უცხადებს

„ქართული ოცნება“ დღეს არის უზნეობის სამჭედლო ამ ქვეყანაში, რომელმაც ეს საზარელი სანახაობა შემოგვთავაზა“ – საბა ბუაძე 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფისთვის ნორმალურად ბოდიშიც არ მოუხდია.

„ეს არის „ქართული ოცნების“ სახე და იმ დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელება, რასაც „ქართული ოცნება“ ქალების წინააღმდეგ ეწევა. მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

ის არ უნდა იყოს უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ის ბოდიში, რომელიც მოვისმინეთ, არ იყო მოხდილი, მან ეს ბოდიში თეონას არ მოუხადა. ამის ღირსებაც არ აქვს მას, რომ შესაბამისი ბოდიში მოიხადოს“. – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„მინდა ბოდიში მოვიხადო“ – ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

„ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა.. ესენი გველაპარაკებიან კაცობაზე, ქალის და მანდილის პატივისცემაზე“ – იაგო  ხვიჩია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები