LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა აქუბარდია – ირაკლი ბერაიას ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება, კომიტეტიდან არ წავალ, ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ

380
ფორტუნა

მისი [ირაკლი ბერაიას] ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება -კომიტეტიდან არ წავალ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ მუშაობას, მე მას ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში  განაცხადა.

„მინდა ბოდიში მოვიხადო“ – ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი „სასაცილო და საცოდავი პასუხებით ცდილობს ქალების დისკრედიტაციას“.

„ნამდვილად რბილი შეფასებაა „პატარა კაცები“ იმასთან შედარებით, რაც მან დღეს იკადრა. მე ამით არაფერი დამაკლო. საკუთარ თავს ავნო, ისე როგორც „ქართულ ოცნებას“. მისი ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება. ეს კიდევ აჩვენებს, რომ მათ ქალების ეშინიათ, სწორედ ასეთი სასაცილო, საცოდავი პასუხებით ცდილობენ ქალების დისკრედიტაციას. ვერ გამაჩუმებენ, გავაგრძელებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი, საუბარია დეოკუპაციაზე, რუსეთის აგრესიის საპასუხო ზომებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოებაზე. თუ პასუხი არ აქვს ბერაიას, ან სხვას, გამოვიდნენ და პასუხი გამცენ, იკაცონ და გაბედონ, რომ არგუმენტირებული პასუხი იყო და არა ის, რაც მათ იკადრეს“, – აღნიშნა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ბერაია ემოციურად გაუწონასწორებელია.

„ბერაიამ თავისი გამოსვლა დაასრულა იმით, რომ მე არ ვიმსახურებ არც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობას და არც კომიტეტის წევრობას.

ბერაიასთან არაფერი პირადი არ მაქვს. მთავარი პრობლემაა ის, რომ ემოციურად გაუწონასწორებელია კომიტეტის თავმჯდომარე, ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის. გახსოვთ, როგორ გამაგდო კომიტეტიდან ჩემი კრიტიკული პოზიციის გამო და არა იმის გამო, რომ ბოთლი ვესროლე, ან შეურაცხყოფა მივაყენე. ამბობს, რომ აქუბარდია მატყუარაა. მე როდესაც ვაკეთებ კომენტარს და პოზიციას, ციტირებებს ვკითხულობ.

თუ არ მოსწონს, ის რასაც ამბობს და ვახმოვანებ, მისი პრობლემაა. ფაქტია, რომ დეოკუპაციაზე და ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ერთიანი პოზიცია არ გვაქვს, ეს „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და არა ჩემი. რა თქმა უნდა, პირადად ბოდიში მომიხადა, როდესაც მატყუარა მეძახა, ახლა საჯაროდ მოიხადა. ეს არ ცვლის იმას, რომ ის ემოციურად არ არის გაწონასწორებული პიროვნება, კომიტეტს არ უნდა ხელმძღვანელობდეს. მე კომიტეტიდან არ წავალ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ მუშაობას, მე მას ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი განცხადებები იცოდეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის იქ, სადაც ის დადის ხოლმე. მათ შორის იცოდნენ, თუ რა მეთოდებით უპირისპირდება საკუთარ მოადგილეს კომიტეტში“,- აღნიშნა აქუბარდიამ.

ანა წითლიძემ ალუდა ღუდუშაურს „დებილი“, ღუდუშაურმა ოპოზიციონერ დეპუტატს კი „ბანძი“ და „ფარჩაკი“ უწოდა

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი”, “ქართული ოცნების” დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს “ბანძი” უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, – მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

პრეზიდენტი – დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად პარლამენტს, მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ქალებს

ანა წითლიძე: პოლიტიკაში მოვედი სრულად გაცნობიერებული ფაქტით, რომ მრავალი ალუდა შემხვდებოდა გზად, რომელსაც თავს კი არ დავუხრიდი უბრალოდ სახეს ავახევდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები