LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა.. ესენი გველაპარაკებიან კაცობაზე, ქალის და მანდილის პატივისცემაზე“ – იაგო  ხვიჩია

432
Untitled design (99)

დეპუტატი იაგო ხვიჩია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას მიერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფას ეხმაურება.

„მე რომ ქოცების ლიდერშიფში ვიყო, ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა..

ესენი გველაპარაკებიან ქართველობაზე, კაცობაზე, ქალის და მანდილის პატივისცემაზე,“ – წერს ხვიჩია „ფეისბუკგვერდზე.“

მე რომ ქოცების ლიდერშიფში ვიყო, ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი იმის გამო რაც თეონა აქუბარდიას აკადრა.
ესენი გველაპარაკებიან ქართველობაზე, კაცობაზე, ქალის და მანდილის პატივისცემაზე.

Posted by Iago Khvichia on სამშაბათი, 31 ოქტომბერი, 2023

ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა და უარყო აქუბარდიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს  ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას მხარი არ დაუჭირეს“.

ბერაიას განცხადებას მოგვიანებით გამოეხმაურა, თეონა აქუბარდია: „იმას, რაც „ოცნების“ კაცუნამ, ირაკლი ბერაიამ ჩემ წინააღმდეგ იკადრა, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია,“– თქვა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g