LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბერაიამ და ღუდუშაურმა ისეთი მდაბიო სიბინძურე აფრქვიეს დაგამუნჯებს ადამიანს.. საკუთარ თავზე მეტი თქვეს, ვიდრე თქვენზე“ – ნინო ლომჯარია ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სოლიდარობას უცხადებს

719
ლომჯარია მზა

„რუსეთის შეკვეთით ნახევარი საქართველოს აგენტებად რეგისტრაციას და დევნას რომ კაცები მხარს დაუჭერენ, იმათგან რა უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ მაინც ისეთი მდაბიო სიბინძურე აფრქვიეს გუშინ ირაკლი ბერაიამ და ღუდუშაურმა, დაგამუნჯებს ადამიანს,“- ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს და მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს.

„თეონა აქუბარდიას, ანა წითლიძეს საკუთარ თავზე მეტი თქვეს, ვიდრე თქვენზე. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა თქვენ!“- წერს ლომჯარია.

„დიდი მადლობა ნინო..“- წერს კომენტარებში ანა წითლიძე.

რუსეთის შეკვეთით ნახევარი საქართველოს აგენტებად რეგისტრაციას და დევნას რომ კაცები მხარს დაუჭერენ, იმათგან რა უნდა…

Posted by Nino Lomjaria on სამშაბათი, 31 ოქტომბერი, 2023

თეონა აქუბარდია: „იმას, რაც „ოცნების“ კაცუნამ, ირაკლი ბერაიამ ჩემ წინააღმდეგ იკადრა, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია“ 

ანა წითლიძე: პოლიტიკაში მოვედი სრულად გაცნობიერებული ფაქტით, რომ მრავალი ალუდა შემხვდებოდა გზად, რომელსაც თავს კი არ დავუხრიდი უბრალოდ სახეს ავახევდი

„ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა.. ესენი გველაპარაკებიან კაცობაზე, ქალის და მანდილის პატივისცემაზე“ – იაგო  ხვიჩია

„მინდა ბოდიში მოვიხადო“ – ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

თეონა აქუბარდია – ირაკლი ბერაიას ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება, კომიტეტიდან არ წავალ, ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ

პოპულალურები