LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა სამნიძის დასახმარებლად გამართულ მარათონზე 83 000 ლარი შეგროვდა – „ეს არის 2 გადასხმის თანხა!… თანხების ჩარიცხვა გრძელდება“

436
ხათუნა სამნიძე

პოლიტიკოს ხათუნა სამნიძის დასახმარებლად „ტვ პირველის“ ეთერში გამართული ერთსაათიანი საქველმოქმედო მარათონი წარმატებით დასრულდა.

ტელეწამყვან ვიკა ბუკიას ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე მობილიზებულია 83 000 ლარი, რაც მკურნალობისთვის აუცილებელი ორი გადასხმის საფასურს სრულად ფარავს.

როგორც ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს, ხათუნა სამნიძეს პირველი გადასხმა უკვე გაუკეთდა, თუმცა ფინანსური მხარდაჭერის პროცესი ამით არ სრულდება და თანხების ჩარიცხვა კვლავ გრძელდება.

„რა უნდა ვთქვა, ჯერ გულისცემა უნდა დავამშვიდო, და მერე მოგიყვეთ ისევ ჩემი ამბავი“ – ხათუნა სამნიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

„კეთილო ადამიანებო, 83 000 ლარი ჩარიცხეთ! ეს არის 2 გადასხმის თანხა!

ხათუნამ 1 გადასხმა უკვე გაიკეთა.

თანხების ჩარიცხვა გრძელდება. მიყვარხართ!“, – წერს ვიკა ბუკია.

ხათუნა სამნიძის ყველაზე მძიმე ბრძოლა – „ონკოპაციენტებს გვჭირდება ოცნება და მომავალზე ფიქრი, ეს არის ჩვენი გადარჩენის ფორმულა…“

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები