LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო რეხვიაშვილი: „ვერ დავდგები, ძმაო იქ, სადაც მკვლელები გამოდიან სიტყვით!..“

142

სოციალურ ქსელში რეზო რეხვიაშვილი ავრცელებს პოსტს, სადაც წერს, რა მიზნით მიდიოდა ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე და რა დახვდა იქ.

გთავაზობთ სტატუსს:

„გულმა ვერ მომითმინა და მივედი აქციაზე. მინდოდა, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე მივსულიყავი, მენახა ეს შეუპოვარი კაცი, ეგრძნო რომ მარტო არ არის, ეგრძნო რომ ხალხი არ მივატოვებთ, მაგრამ, მაგრამ.. აღმოვჩნდი სულ სხვაგან. აღმოვჩნდი იმ პოლიტიკური პარტიის აქციაზე, ვისაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, აღმოვჩნი მკვლელების გვერდზე და ტრიბუნიდან სისტემის დანგრევაზე მიყვებოდა ადამიანი, ვინც საქართველოში ძალადობრივი სისტემის ერთ-ერთი მთავარი სუბიექტია. ზვიად კუპრავა, ვინც მე 26 მაისს მარბევდა და ჩემი მეგობარი ნიკა კვინტრაძე მოკლა და სახურავზე შეაგდო – დენმა დაარტყაო. მე მერე რაც გადამხდა, აღარ ვიძახი. მასწავლიდა, როგორ უნდა დამენგრია სისტემა და როგორ უნდა ამერჩია პროკურორად ნიკა გვარამია. სოლიდარობა ზაზა სარალიძეს, მაგრამ ვერ დავდგები ძმაო მე იქ, სადაც მკვლელები გამოდიან სიტყვით. ყველა შვილი ყველას შვილია, შენი შვილიც ჩემი შვილია და ყველა ის შვილებიც ვინც შენ გვერდით მყოფმა ხალხმა ამოხოცა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები