LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისი გაკეთება არ შეიძლება ვარჯიშის შემდეგ

433

თუ არ გსურთ ხაზი გადაუსვათ ყველა მონდომებას, თან აზარალოთ საკუთარი ჯანმრთელობა მაშინ…

* არ მიიღოთ საკვები ერთი საათის განმავლობაში – ვარჯიშის შემდეგ ორგანიზმი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წვავს კალორიებს, ამიტომ მიეცით საშუალება წარმატებით დაასრულოს პროცესი.

* არ დალიოთ ენერგეტიკული სასმელები – კატეგორიულად აკრძალულია ვარჯიშის დროს  „ენერგეტიკების“  მირთმევა, რადგან შაქრით მდიდარი სასმელი ორგანიზმს სწრაფი ნახშირწყლებით კვებავს,რაც ცხიმების წვის პროცესს უშლის ხელს.

* არ დაიძინოთ – შესაძლოა ძალიან დაიღალეთ, მაგრამ მაინც არ ღირს დაძინება, რადგან ორგანიზმს სულ მცირე 2 საათი სჭირდება რათა დაუბრუნდეს ჩვეულ მდგომარეობას.

* არ გაიწმინდოთ სახე ბინძური პირსახოცით – გაოფლილი სახის ბინძური პირსახოცით გაწმენდის შემდეგ ანთებითი პროცესები გარანტირებული გაქვთ.

* არ თქვათ უარი შხაპზე – აუცილებლად მიიღეთ შხაპი ვარჯიშის შემდეგ, რადგან ოფლის კანზე შეშრობა ყოველთვის ბაქტერიების გავრცელების მიზეზი ხდება.

* არ თქვათ უარი სითხის მიღებაზე – ვარჯიშის შემდეგ დალიეთ ბევრი სითხე. წყალი არასდროს გაგასუქებთ, წყურვილის მოთმენა კი, მავნებელია!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები