LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რკინის თეატრში მალე პრემიერას წარმოგვიდგენენ

154

რკინის თეატრი ჯერ მხოლოდ ერთი წელია, არსებობს. მისი დასი ახალგაზრდულია. ეს არის სრულიად ახალი სივრცე თბილისში, რომელსაც გამორჩეული ექსტერიერი და უნივერსალური შესაძლებლობები აქვს.

„რკინის თეატრი“ რეჟისორმა დავით ანდღულაძემ ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად 2011 წელს ჩამოაყალიბა. თეატრის პირველი სპექტაკლი „სულ სხვა ოპერა“, ბრეხტის მოტივებზე, ქუჩაში, ღია ცის ქვეშ თამაშდებოდა. „სულ სხვა ოპერა“ წარმატებული ექსპერიმენტი აღმოჩნდა და დღემდე რჩება თეატრის რეპერტუარში. თეატრი ეძებს განსხვავებულ თეატრალურ ენას მაყურებელთან შესახვედრად, მიმართავს თამამ ექსპერიმენტებს, რაც ხშირად ბადებს საინტერესო თეატრალურ ესთეტიკას.

2014 წლის 7 ივნისს „რკინის თეატრის“ ახალი შენობა გაიხსნა, რომელმაც ყურადღება მიიქცია თავისი უჩვეულო კოსტრუქციითა და სივრცის გადაწყვეტის არაორდინალური შესაძლებლობებით. მშენებლობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.
მიუხედავად იმისა, რომ თეატრი ახალია, მან რამდენიმე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 2015 წლის მაისში მონაწილეობდა თურქეთის, ტრაბზონის, შავი ზღვის მე-16 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში.

თეატრის რეპერტუარში უკვე ორი სპექტაკლია: „სულ სხვა ოპერა“ და „ფერმა“, რომელსაც მთელი ოქტომბრის თვის განმავლობაში იხილავს მაყურებელი. სულ მალე თეატრი მაყურებელს წარუდგენს პრემიერას „სამანიშვილის დედინაცვალი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები