LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსის სახლი, სადაც 10 საძინებელი და 22 აბაზანაა (ფოტო)

354

რობი უილიამსისა და აიდა ფილდის მუდმივი საცხოვრებელი ბრიტანეთში მდებარე სახლია, რომლის ღირებულებაც 17 მილიონი დოლარია. ამერიკაში ყოფნის დროს კი მეუღლეები ბევერლი-ჰილზში მდებარე სახლს ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც 26 მილიონი დოლარი ღირს. რობი უილიამსი და აიდა ფილდი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ ფოტოებს საკუთარი სახლიდან, მათ შორის ბევერლი-ჰილზის აპარტამენტებიდან, სადაც 10 საძინებელი და 22 სააბაზანო ოთახია. ეს მეუღლეების საყვარელი ადგილია, სადაც ძალიან დიდ დროს ატარებენ. ორივე სახლი თანაცხოვრების დროსაა შეძენილი, თავად უილიამსები აცხადებენ, რომ ცხოვრება ლონდონში ურჩევნიათ, რადგან სურთ, ბავშვებმა იქ ისწავლონ.

კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც წყვილის შესახებ ვრცელდება. რობი და აიდა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ პროექტ „იქს ფატორის“ ხელმძღვანელთან, საიმონ კოულთან, რადგან შესაძლოა ახალი სეზონიდან რობი უილიამსი და აიდა ფილდი ჟიურის შემადგენლობაში ერთად ვიხილოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები