LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა აკეთებ რთულ არჩევანს, ხდები შენი ცხოვრების ავტორი – რუთ ჩენგის რეკომენდაციები

გადაწყვეტილების მიღება არ არის მარტივი. ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვქონია შემთხვევა, როდესაც დილემის წინაშე ვიდექით, ეს შეიძლება ეხებოდეს კარიერას, ოჯახს, პირად ცხოვრებას. თემაზე:”როგორ გავაკეთოთ რთული არჩევანი” – სპიკერმა რუთ ჩენგიმ TED-ზე ვრცლად ისაუბრა.

“ვფიქრობ, ჩვენ არასწორად ვიგებთ რთულ არჩევანის როლს ჩვენს ცხოვრებაში. ყველა მარტივ არჩევანში, ერთი ალტერნატივა უკეთესია მეორეზე. რთულ არჩევანში კი ორივე ალტერნატივა არის კარგი. მაგალითად, თქვენ ვერ გადაგიწყვეტიათ, დარჩეთ თუ არა ამჟამინდელ სამსახურსა და ქალაქში, თუ გადახვიდეთ საცხოვრებლად სოფელში უფრო რთული სამუშაოსთვის, ფიქრობთ, რომ დარჩენა ერთის მხრივ უკეთესია, გადასვლა კი მეორეს მხრივ. საერთო ჯამში, არც ერთი მათგანი არ არის ერთმანეთზე უკეთესი.
არ უნდა იფიქროთ, რომ ყველა რთული არჩევანი მნიშვნელოვანია. ვთქვათ, თქვენ წყვეტთ რა მიირთვათ საუზმეზე. მაღალი ხარისხის მარცვლეული, თუ შოკოლადის დონატი. რაც მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ არჩევანში, ესაა გემოვნება და ჯანმრთელობა.
ასევე, არ უნდა იფიქროთ, რომ რთული არჩევანი იმიტომ არის რთული, რომ ჩვენ ვართ სულელები. როცა კოლეჯი დავამთავრე, დილემის წინაშე დავდექი, ორ კარიერას შორის, ფილოსოფია თუ სამართალი. ვერ ჩამოვყალიბდი, რომელი იყო უკეთესი, საბოლოო ჯამში ავირჩიე ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი. შიშმა იმაზე, რომ ვიქნებოდი უმუშევარი ფილოსოფოსი, მიბიძგა გავმხდარიყავი ადვოკატი. შემდეგ აღმოვაჩინე, ადვოკატობა მთლად ჩემი არ იყო. მოკლედ, მე ახლა ფილოსოფოსი ვარ და ვიკვლევ რთულ არჩევანს. უცნობი რამის მიმართ შიში, არის მისი არასწორად გაგების შედეგი.

რთული არჩევანი გვაჩვენებს, რაც არ ვიცოდით ჩვენს შესახებ.  წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ყველა არჩევანი, რომელსაც აკეთებთ არის მარტივი, ანუ ყოველთვის არსებობს უკეთესი ალტერნატივა. მარტივი არჩევანით სავსე სამყარო მიზეზებით დაგვიმონებდა. როცა ჩვენ ვირჩევთ ვარიანტებს შორის, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რაღაც შესანიშნავი. როცა თავად ვირჩევთ, ჩვენ გულწრფელად ვხდებით ის ადამიანები, რომლებიც ვართ, ჩვენ ვხდებით ჩვენივე ცხოვრების ავტორები. 

როცა ვეჯახებით რთულ არჩევანს, ჩვენ არ უნდა ვურტყათ თავი კედელს, რათა გავიაზროთ რომელი ალტერნატივაა უკეთესი. ადამიანები, რომლებიც არ იყენებენ საკუთარ ძალებს, რთული არჩევანის პირობებში დინებას მიჰყვებიან. ისინი, ვინც დინებას მიჰყვებიან, სამყაროს აძლევენ საშუალებას დაწეროს მათი ცხოვრების ისტორია, საშუალებას აძლევენ შიშს, არჩევანის სიმარტივეს, განსაზღვროს მათი მოქმედება. რთული არჩევანის გაკვეთილი ასეთია: დაფიქრდით რისი გაკეთება გსურთ, რა მოგწონთ… რთული არჩევანის გაკეთებით გახდით კონკრეტული პიროვნება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები