LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გაიხსნება ”რიქსოს თბილისი”? იციკ მოშე განმარტებას აკეთებს

183

თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Rixos Tbilisi, რომლის გახსნაც ჯერ კიდევ 2016 წელს იგეგმებოდა, წელსაც არ გაიხსნება. ობიექტის გახნის გადავადების მიზეზებს საქართველო- ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი იციკ მოშე განმარტავს. მისი თქმით, Rixos Tbilisi -ს მიმდებარედ შენდება ორი დიდი სასტუმრო. ამის გამო, Rixos -ის საერთაშორისო მენეჯმენტმა გადაწყვიტა, გახსნის გადავადება, რათა სასტუმრო არ გაიხსნას ე.წ „სამშენებლო უბანზე“. ახალი გეგემის მიხედვით, სამივე სასტუმრო ექსპლუატაციაში ერთდროულად, დაახლოებით, 1 წელიწადში შევა.
„ჩვენ ამ წელს დიდ აქცენტს ბორჯომზე გავაკეთებთ, სადაც დაიწყება ორი ახალი პროექტი. პროექტს ისრაელელი ინვესტორები განახორციელებენ. ასევე თბილისშიც იწყება ორი პროექტი, საიდანაც ერთ-ერთი აბანოთუბანში იქნება – ეს არის პროექტი ”თბილისი არტ ჰოტელი”, – განაცხადა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, აქამდე არსებული ინფორმაციით, გუდიაშვილის ქუჩაზე მშენებარე „რიქსოს თბილისში“, 150 ნომერი იქნება. მათ შორის, 32 ფეშენებელური ლუქსი და 500 კვ.მ-ის ფართობის საპრეზიდენტო აპარტამენტი პანორამული ლიფტით. სასტუმროში ასევე განთავსდება საცურაო აუზი, 500 კვ.მ-ზე მოწყობილი აზიური სპა, სამი კაფე-ბარი და რესტორანი, მათ შორის, პანორამული „სქაი ბარი“ და 5 საკონფერენციო დარბაზი.

პროექტის ღირებულება 45 მილიონი დოლარია და ის ქართულ-ისრაელური ინვესტიციით ხორციელდება. სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ იქ 200 ადამიანი დასაქმდება.

ამასთან, მიმდინარე წლის 24 თებერვალს ბიზნესის, ტურიზმისა და ჰაი-ტექის სფეროებში საქართველო-ისრაელის თანამშრომლობის 2017 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ისრაელიდან ჩამოსულ 100-მდე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს გააცნო თბილისის საინვესტიციო პოტენციალი და პროექტები, რომელსაც თბილისის მერია საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასთან თანამშრომლობით განახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები