LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აპირებს ეროვნული იმპერატივი ილია ჭავჭავაძის ზნეობრივ ორიენტირად ქცევას

117

12 სექტემბერს, 13:00 საათზე სტარტი აიღო შემოქმედებითი გაერთიანების, “ეროვნული იმპერატივის”, პროექტმა “დღე როცა მოჰკლეს ილია”.

პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი. მხარდამჭერთა რიგებში ასევე გვევლინება: საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანნი“, ტელეკომპანია „ერთსულოვნება“, კომპანია „კასტელი“ და კომპანია „გეოპლანტი“ (ჩაი გურიელი).

ღონისძიება სიონის ტაძრის ეზოში გაიხსნა, სადაც ტაძრის მგალობელთა გუნდმა სიმღერა ილიას ლექსის მიხედვით შეასრულა. შეკრებილი საზოგადოება სიონის ტაძრიდან ფეხით გაემართა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონისაკენ, სადაც მოძღვარმა ილიას სულის მოსახსენიებელ პარაკლისი გადაიხადა, შემდეგ გაიმართა მხატვრულ-თეატრალიზებული კოსტიუმირებული დადგმა ილიას მკვლელობის თემაზე და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სადღესასწაულო დარბაზში წიგნის, „საუკუნის მკვლელობა – გზა ილიასი“, პრეზენტაცია მოეწყო, მისსავე თეატრალიზებულ წარმოდგენასთან ერთად.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალი იყო. ღონისძიებას 150 დევნილი მოსწავლეც დაესწრო და ჩაერთო აქტივობებში.

პროექტში მონაწილეობდნენ ცნობილი ისტორიკოსები, მწერლები და მსახიობები.

ღონისძიება “დღე როცა მოჰკლეს ილია” უკვე სამი წელია იმართება. მისი ავტორი და ხელმძღვანელი რჟისორი და საშემსრულებლო ხელოვნების მაგისტრი გიორგი სავანელია.

“ილიას ფენომენის, მისი მოღვაწეობის მუდმივი ხსოვნის და მისი ზნეობრივ ორიენტირად ქცევის მნიშვნელობა საზოგადოების ყველა ფენისათვის, უდავოდ პრიორიტეტული უნდა იყოს”, – “ეროვნული იმპერატივი” პროექტის მიზნის შესახებ.

2017 წლიდან გაიცემა „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ჯილდო „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული ღვაწლისათვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები