LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ჩაიარა “ერისიონის” კონცერტმა “ბლექ სი არენაზე”

174

13 აგვისტოს, “ბლექ სი არენამ” პირველ ქართულ პროექტს უმასპინძლა. ქართველი და უცხოელი აუდიტორიის დაინტერესება “ერისიონის” კონცერტის მიმართ საკმაოდ დიდი გახლდათ. ყველას აინტერესებდა ის შოუ, რომელიც წლების წინ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ფრანგ პროდიუსერებთან ერთად მოიფიქრა. მართალია, მას მერე სახელიც გადაარქვეს და ახლა “ქართული საგანძური” ჰქვია, ძირითადი ნომრები შენარჩუნებული, თუმცა სახეცვლილია.

“ქართული საგანძურისთვის” “ერისიონმა” ის ფრანგი გამნათებლები მოიწვია, რომლებიც ანსამბლთან ერთად ამ შოუზე მუშაობდნენ და უცხოელი აუდიტორიის დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურეს. ჯემალ ჭკუასელმა კონცერტისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაკვირვებული მაყურებელი სიახლეებსაც შეამჩნევდა, რომლებიც პროგრამაშია შეტანილი.

“ქართული საგანძურის” სანახავად 9500-ზე მეტი მაყურებელი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე და სხვა ოფიციალური პირები.

შოუმ სულ ორ საათს გასტანა. იყო შესვენება ორ განყოფილებას შორის. პირველ ნაწილში ვნახეთ “ერისიონის” უამრავი ცნობილი ცეკვა, მათ შორის “ნარნარიც”, რომლის ხაზებიც კვლავ აღფრთოვანებას იმსახურებს. ასევე პატარა მედოლე ბიჭუნები, რომლებმაც, სამართლიანად უნდა ვთქვათ, დიდებზე მეტი ცეცხლი დაანთეს და უფრო დიდი აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.

ყველა ელოდებოდა, როდის შესრულდებოდა “აჭარული” და როდის წარდგებოდა მაყურებლოს წინაშე ცნობილი თეთრწვეროსანი ბაბუა… ეს ყოველივე, “შატილის ასულოსა” და “სიმდთან” ერთად, მეორე განყოფილებაში ვიხილეთ. საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმო სიმღერასაც, უფრო მეტი, ვიდრე ეს “ქართულ ლეგენდაშია”. კულმინაცია იყო სცენაზე ჯემალ ჭკუასელის გამოჩენა, რომელმაც ერთ სიმღერას უდირიჟორა. ბოლოს, რასაკვირველია, ქართული დროშა აფრიალდა, რასაც დარბაზიდან უწყვეტი ტაში მოჰყვა…

შოუს დასასრულს, “ერისიონმა” გვამცნო, რომ ისინი შსს-ა უსაფრთხო მართვის აქციას შეუერთდნენ და მოცეკვავეები სპეციალური მაისურებით წარდგნენ ჩვენ წინაშე.

თავად ანსამბლის წევრები და მაყურებელიც ამ შეხვედრით კმაყოფილებას კონცერტის შემდეგ გამოთქვამდნენ. “ბლექ აი არენაზე” კიდევ ერთი დასამახსოვრებელი საღამო შედგა.

ნინო მურღულია

[fbvideo link=”https://www.facebook.com/BlackSeaArena/videos/1751100541796479/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები