LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ თავი ზამთარში: ცხრა პროდუქტი იმუნიტეტის ასამაღლებლად

441

როგორც ცნობილია, ზამთარში მიკრობები უფრო აქტიურად გვიტევენ, ვიდრე წელიწადის თბილ პერიოდში, ასე რომ დროა მოვემზადოთ ზამთრის სეზონისთვის და საკუთარ მენიუში მცირე კორექციის შეტანით  დავიცვათ თავი არასასიამოვნო ავადმყოფობებისგან.

ნიორი

გურმანები და პიკანტური კერძების მოყვარულები უპირატესობას ყოველთვის ნიორს ანიჭებენ, მოდური რესტორნების შეფ-მზარეულებს ის ყველა ეგზოტიკურ სანელებელს ურჩევნიათ, თავისი სამკურნალო თვისებებით კი, ნიორმა დიდი ხანია გაითქვა სახელი მთელ მსოფლიოში. ოდესღაც შუასაუკუნეებში შავი ჭირი სწორედ ნიორმა დაამარცხა. დღეს, საბედნიეროდ მომაკვდინებელი დაავადედები ნაკლებად გვემუქრება, თუმცა ნიორი მაინც რჩება პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად. იმუნიტეტის გასამაგრებლად რეკომენდირებულია ნივრის ცოცხლად მირთმევა. შეიძლება მისი დამატება სოუსში, ხორცის კერძებში ან ტოსტზე წასმული. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ მიეკუთვნებით ნივრის მოყვარულებს, დაუმატეთ ნიორი წვნიანს ან ნებისმიერ სხვა კერძს მომზადების პროცესში, არომატი გაქრება, სასარგებლო თვისებები კი, შენარჩუნდება.

თევზი

თევზი იმ ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების წყაროა, რომელიც მართალია ზრდის იმუნიტეტს, მაგრამ ძალიან ცოტაა ჩვენს ორგანიზმში. ამიტომ იმუნიტეტის გასაძლიერებლად აირჩიეთ ცხიმიანი თევზი, მაგალითად თინუსი, სკუმბრია ან ორაგული. გარდა ამისა, ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია თუთიის გამომუშავება, რომელიც ყველაზე აქტიურ მონაწილეობას ღებულობს იმუნური უჯრედების განვითარებაში. ამიტომ საჭიროა მივიღოთ ამ ელემენტის შემცველი პროდუქტები, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ თევზია.

შოკოლადი

როგორც აღმოჩნდა, კაკაოს მაღალი შემცველობის ნამდვილი შავი შოკოლადი არა მარტო უბრუნებს ორგანიზმს აქტიურობას, არამედ იცავს მას მავნე ბაქტერიებისგან, რომლებიც ზამთარში პრაქტიკულად ყველაგან გვხვდება. კაკაო სუფთა სახით ხელს უწყობს იმუნური სისტემის სტიმულაციას და ეხმარება დაიცვას თავი ვირუსების შემოტევისგან. თუმცა, ერთი პრობლემაა – მინარევებისა და სხვადასხვა მღებავების გარეშე, ნამდვილი კაკაოს გამოყენება საკვებში პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მას არასასიამოვნო მწარე გემო აქვს. ასე რომ ოპტიმალურ საშუალებად შავი შოკოლადის ფილა რჩება.

სოკო

იმ შემთხვევაში, თუ გაციებას ვერ გადაურჩით, მთელი კვირის სახლში გატარება კი არ გინდათ, საქმის გამოსწორება არა მარტო ანტივირუსული პრეპარატებით, არამედ სოკოს დახმარებითაც შეიძლება. ინფექციასთან ეფექტური ბრძოლისთვის, საკვებში ის პროდუქტები უნდა გამოიყენოთ, რომლებიც ლეიკოციტების დამცავი თვისებების ამაღლებას უწყობენ ხელს, რაც დაგეხმარებათ სწრაფად დაუბრუნდეთ ჩვეულ ფორმას. ასეთ რთულ ამოცანას კი, სწორედ სოკო (თითქმის ყველა სახეობა) უმკლავდება.

ჯანჯაფილი

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ გაციების დროს ან იმუნიტეტის სტიმულაციისთვის, მხოლოდ ჯანჯაფილის ფესვების გამოყენებაა შესაძლებელი. მისი სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ უძველეს დროში იყო ცნობილი. მაგალითად, ჩინეთში მებრძოლები ჯანჯაფილის ფესვებს ბრძოლაში მიღებულ ჭრილობებზე იდებდნენ. პროდუქტი რეტინოლს, С და В ვიტამინებს შეიცავს. მისი ფარმაკოლოგიური თვისებები ძალიან ჰგავს ნივრის თვისებებს, თუმცა არომატი ბევრად უფრო სასიამოვნო აქვს. ჯანჯაფილის გამოყენება საკმაზის სახით შეიძლება სხვადასხვა კერძში, მას როგორც წესი წვნიანს ან ფაფას, ხორცის კერძებს ან ქათმის სალათებს უმატებენ. შეიძლება ჯანჯაფილის ჩაის დაყენებაც. საჭიროა მისი ფესვების წვრილად დაჭრა და ადუღებული წყლის დასხმა, ლიმონის, პიტნის და თაფლის თანაბარი პროპორციით დამატება და ცოტა გაციება.

ლიმონი

ლიმონი დიდი ხანია აღარ ითვლება ეგზოტიკურ ციტრუსად, მისი სამკურნალო თვისებების შესახებ კი, ყველამ კარგად იცის. ლიმონში С ვიტამინის მაღალი კონცენტრაციაა, თუმცა თავის თვისებებს ის მხოლოდ ცოცხლად ან ახალგამოწურულ წვენში ინარჩუნებს, თერმული დამუშავების ან ჰაერთან ხანგრძლივი კონტაქტის შედეგად კი, კარგავს საკუთარ ფუნქციას. ამიტომ საჭიროა ლიმონის წყალში დამატება და მაშინვე დალევა.

თაფლი

თაფლი იმ ტკბილეულის მოყვარულთა საყვარელი საკვებია, ვინც არასდროს აძლევს საკუთარ თავს უფლებას მიირთვას ზედმეტი ფუნთუშეული. მდიდარი არომატის გარდა, თაფლს მრავალი სამკურნალო თვისებაც აქვს – ახორცებს ჭრილობებს, აუმჯობესებს ნერვულ და იმუნურ სისტემას. გაციების დროს თაფლი ხელს უწყობს ავადმყოფობის სწრაფად დამარცხებას, იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ ყოველ დილას ერთ კოვზ თაფლს შეჭამთ, ავადმყოფობა საერთოდ არ მოგეკარებათ.

კეფირი

შესაძლოა, დიეტურმა კეფირმა ვინმე გააკვირვოს თავისი სამკურნალო თვისებებით, მაგრამ ის მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა იმუნიტეტის შესანარჩუნებლად და შეუძლია დაგვეხმაროს გაციებისგან თავის დაღწევაში. კეფირს საჭმლის მონელების სისტემის გაუმჯობესების და  ნაწლავებში მიკრობების შეღწევისგან დაცვის უნარი აქვს. კალციუმისა და D ვიტამინის ხარჯზე ის ამაგრებს ძვლებს და ეხმარება სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს დამცავი ანტისხეულების სინთეზს სისხლში, რაც ეხმარება ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლაში.

გოგრა 

ბეტა-კოროტინის შემცველი გოგრა ეხმარება ორგანიზმის უჯრედებს ააწყონ და შეინარჩუნონ ერთმანეთში სწორი კომუნიკაცია, რაც უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის. თუ არ გიყვართ გოგრა, მიირთვით ნებისმიერი სხვა ნარინჯისფერი ბოსტნეული, თუნდაც სტაფილო და გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მუქი ნარინჯისფერია  ბოსტნეული, მით უფრო მეტია მასში ბეტა-კორატინი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები