LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ეხმაურებიან სოცქსელში „ბირჟა მაფია“-ს წევრების დაკავებას – „საეჭვოდ დაემთხვა მათი დაჭერა კლიპის გამოქვეყნებას…“

77

შსს-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით რეპერები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია დააკავეს. მათ დაჭერას ოჯახის ახლობლები და კოლეგები იმ ვიდეოკლიპს უკავშირებენ, რომელიც „ბირჟა მაფიის“ სახელით ცნობილმა რეპდუომ ახლახან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. სიმღერაში „თ…ლი შავი ზედა“ პოლიციას არაკორექტულად მოიხსენიებენ, ხოლო კლიპში პატრულს ჯაჭვი ჰქონდა გამობმული. როგორც ამბობენ, ჯგუფის წევრებს მოსთხოვეს ამ კადრების კლიპიდან ამოღება, ბიჭებმა კადრები დაფარეს, მაგრამ ვიდეორგოლი სოცქსელიდან არ წაუშლიათ…

სოცქსელში ამ საქმეს დიდი რეზონანსი აქვს. „ფეისბუქზე“ წერენ, რომ მათი კლიპის გამოქვეყნება და დაკავება ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები