LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ფიქრობთ, არის ვოუგ უილიამსი სინდი კროუფორდის ორეული?

166

მოდელი ვოუგ უილიამსი უდავოდ ტაბლოიდების ახალი თემაა. 30 წლის ულამაზესი მოდელი ცნობილი გახდა სატელევიზიო შოუებში მონაწილეობით და ასევე ქორწინებით ჯგუფ Westlife-ის ყოფილ ვოკალისტთან, ბრაიან მაქფეიდენთან. წყვილი ცოტა ხნის წინ დაშორდა ერთმანეთს, თუმც ვოუგი მაინც არ ჩამოდის ცნობილი გამოცემების პირველი გვერდებიდან. ის მუსიკალური დიჯეიცაა და ხშირად სთავაზობს ახალ სეტებს თავის თაყვანისმცემლებს. ხშირად სტუმრობს წვეულებებსა და ღონისძიებებს და აქტიურადაა დაკავებული სპორტით. სოციალურ ქსელში არაერთხელ ნახავთ მის ვიდეოებს სავარჯიშო დარბაზიდან, სადაც ის, სინდი კროუფორდის მსგავსად, საზოგადოებას აქტიური ცხოვრების რიტმისკენ მოუწოდებს.

ამ და სხვა მიზეზების გამო ვოუგ უილიამსს ხშირად სინდი კროუფორდს ადარებენ 90-იანებიდან. ისინი ვიზუალურადაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და ცხოვრების წესითაც. ვნახოთ იქნება თუ არა ვოუგი მომავალი სინდი. იქამდე კი ინტენეტრში მოხვდა მოდელის ახალი ფოტოები ლონდონში გამართული წვეულებიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები