LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინდი, ევა და ნაომი – 50 წელს გადაცილებული სუპერმოდელები მოდის მწვერვალებიდან არ ჩამოდიან

176
სინდი-კროუფორდი

90-იანი წლების სუპერმოდელების, სინდი კროუფორდის, ევა ჰერციგოვასა და ნაომი კემპბელის უკვდავ სილამაზეზე ბევრი თქვა და დაიწერა. ამჯერად 57 წლის სინდი, 50 წლის ევა და 53 წლის ნაომი ცნობილი ბრიტანული ბრენდის B&W-ის სამოსში პოზირებენ.

ახალი ფოტოები ცნობილი მოდური გამოცემის „ვერიეთის“ გარეკანს დაამშვენებს. ფოტოებზე სინდი კროუფორდი შავი ფერის კოლჰოტებში, ბოდესა და ხელთათმანში შეუდარებელია. პრაქტიკულად შიშველია ახალ ფოტოებზე შეუდარებელი ევა ჰერციგოვა. მას ულამაზეს შავი მოსასხამი ამშვენებს, ნაომის კი ფოტოზე ბრენდის ბუმბულებიანი თავსაბურავით ჩნდება. ეს გახლავთ „ვერიეთის“ სპეციალური ნომრის გარეკანი, სადაც ჰერციგოვასთან, კემპბელთან და კროუფორდთან ერთად, 90-იანი წლების პოდიუმის თითქმის ყველა ვარსკვლავს ნახავთ.

57 წლის სინდი კროუფორდი მომაჯადოებელი ღიმილით კრემისფერ კაბა-ხალათში

„ლუქების“ ცვენა და მარადიული სილამაზე – 57 წლის სინდი კროუფორდი არაბული „ვოგის“ გარეკანზე

ნაომი კემპბელი, დემი მური, კეიტ მოსი და სხვები – უბერებელი გოგონები „ფენდის“ ჩვენებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები