LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება სამი თვის ორსული სოფო ბედიას გარდერობი (ვიდეო)

604

„პროფილი“ სოფო ბედიას შინ ესტუმრა, სადაც მომღერალმა გადაცემის კამერა თავის გარდერობში შეახედა. მომღერალი აღნიშნავს, რომ საკმაოდ მდიდარი გარდერობი აქვს, რომელიც ძალიან დიდ კარადაში არ ეტევა, ამიტომ მისი ნაწილი მეუღლის, მიშას სახლშია.

სოფო ერთსა და იმავე სამოსს მხოლოდ რამდენჯერმე იცვამს, შემდეგ კი ან მისი გადაკეთება უწევს ან გაჩუქება და მისი მეგობრები რიგში დგებიან, რომ სოფომ სასურველი სამოსი აჩუქოს.

„ვგიჟდები ფეხსაცმელებზე და მიყვარს პომპეზური ფეხსაცმელები, მით უმეტეს, როცა სცენაზე ვდგავარ, ბრჭყვიალებით. მყავს ახლობლები საზღვარგარეთ, რომლებიც მაღაზიებში დადიან, ლაივს მირთავენ და მაჩვენებენ. ძირიტადად, რაც გამოუგზავნიათ, ყველაფერი მომწონებია, არის ძალიან ხარისხიანი. მიყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი“, აღნიშნა სიფომ გადაცემაში საუბრისას.

მომღერალმა ორსულობაზეც გაამახვილა ყურადღება:

„მეხუთე წელია, რაც ერთად ვართ და ეს იყო ოცნება, ნატვრა. დიდება უფალს, რომ არ ველოდებოდით, მოულოდნელად გავიგეთ ჩემი ორსულობის ამბავი. ძალიან ვიყავით ჩაციკლულები, ბავშვი გვინდა, ბავშვი გვინდაო, მაგრამ მერე მივხვით, რომ ყველაფერი უფლის ნებაა და მოვეშვით. მიშოს არ სჯეროდა, როცა ტესტი ვანახე. გავქანდით ჩემს ექიმთან. როცა ექოსკოპიით დადგინდა, რომ ორსულად ვიყავი, არ იცით, როგორი ბედნიერი იყო მიშო. ბიჭი გვეყოლება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g