LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება სკარლეტ იოჰანსონის ახალი აპარტამენტი ჰემპტონში

107

მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, სკარლეტ იოჰანსონმა სცენარისტი კოლინ ჟოსტი გაიცნო და ერთწლიანი რომანის შემდეგ სწორედ მასთან ერთად გადაწყვიტა ნიუ-იორკის გარეუბანში – ჰემპტონსში 8 მილიონ დოლარად შეფასებული აპარტამენტების შეძენა.

ვარსკვლავის ახალი ბინა, ხუთ საძინებელს, 5 აბაზანას და უზარმაზარ ტერასას აერთიანებს ოკეანის ხედით. როგორც აღმოჩნდა, ჰემპტონსის ხედებით მოხიბლული იოჰანსონი, მანამდეც ხშირად სტუმრობდა ნიუ-იორკის გარეუბანს, ახლა კი, სხვა ვარსკვლავების მსგავსად თავადაც გადაწყვიტა ბინის შეძენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები