LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ გამოიყვანა სპეცრაზმელების ალყიდან ფოტორეპორტიორი თავად ტყვიით თავგაგლეჯილმა და სასიკვდილოდ ნაცემმა გია მაისაშვილმა…“

90

გაზეთ „ვერსიის“ ჟურნალისტი, მაკო ფურცელაძე გია მაისაშვილთან დაკავშირებით საინტერესო ამბავს იხსენებს. ის წერს, რომ პოლიკოსმა 2009 წლის 6 მაისის დარბევის დროს გაზეთის ფოტოგრაფი სპეცრაზმელების ალყიდან ხელში აყვანილი გამოიყვანა.

მაკო ფურცელაძე აღნიშნავს:

„2009 წლის 6 მაისს, გია მაისაშვილისა და გაზეთ „ვერსიის“ ჟურნალისტების გზა თბილისის პოლიციის სამმართველოსთან სისხლიანი დარბევის დროს გადაიკვეთა – არასდროს დაგვავიწყდება, როგორ გამოიყვანა თავად ტყვიით თავგაგლეჯილმა და სასიკვდილოდ ნაცემმა გიამ „ვერსიის“ ფოტორეპორტიორი – ჟანა ხავთასი სპეცრაზმელების ალყიდან ხელში აყვანილი. სასწრაფო დახმარების მანქანაში როგორ განიცდიდა და ლამის ტიროდა ამხელა ვაჟკაცი იმას, რომ გოგონას ვერ გადაეფარა – ჟანას ტყვიამ ყბა გაუგლიჯა და მძიმედ დაშავდა. მას შემდეგ გია დიდხანს იწვა საავადმყოფოში და ყველა მისვლისას მხოლოდ ჟანაზე დარდობდა, საკუთარი ტკივილი არ ახსოვდა.

ვერ გეტყვით, მოგვიანებით დასმული დიაგნოზი – სიმსივნე არის თუ არა თავში მიღებული იმ მძიმე ტრამვის შედეგი, მაგრამ ფაქტია… ბრძოლის წლებმა მის ჯანმრთელობას დიდი დაღი დაასვა!

ჩვენ ასეთი გია გვახსოვს, ვაჟკაცი, ქართველისთვის თავგადაკლული, თავგანწირული, კეთილი და გულიანი!

ნათელი დაუმკვდროს უფალმა მის სულს!“

შეგახსენებთ, რომ გია მაისაშვილი რამდენიმე დღის წინ სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები